სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ხშირად საჯარო ორგანიზაციები ქცევის შეცვლის ისეთ ტრადიციულ ბერკეტებს იყენებენ, როგორიცაა კანონმდებლობა, სანქციები, გადასახადები და სხვა. თუმცა, მხოლოდ ამ ბერკეტებით ვერ გვარდება ისეთი მასშტაბური პრობლემები, რომელთა დაძლევა სოციალური ნორმების და მოქალაქეთა ქცევის მდგრად ცვლილებას საჭიროებს. ამიტომ, ჩვენ საჯარო უწყებებს ვთავაზობთ ქცევით ინსაითებზე დაფუძნებით შემუშავებულ სტრატეგიებსა და პროგრამებს საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა - უსაფრთხოება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა დაცვა, განათლება, სატრანსპორტო პოლიტიკა, საგზაო უსაფრთხოება და სხვა.