გვჯერა, რომ ქცევითი მეცნიერების ფართო გამოყენებას შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი საზოგადოების ცხოვრების დონე და ხელი შეუწყოს განვითარებას. შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებთან მათი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რომ მათ თავიანთ საქმიანობაში შეძლონ ქცევითი ინსაითების მეთოდოლოგიის გამოყენება. ამ მიზნით ვატარებთ ტრენინგებს, სემინარებს, სპეციალიზებულ კურსებსა და კონფერენციებს.