ქცევითი ინსაიტი გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, აღმოვაჩინოთ სრულიად მოულოდნელი და ეფექტური გზები, რომ ინოვაციები გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი და გამოსაყენებლად მარტივი - სტილერი & ჰენიკე.

ინოვაციები

ინოვაციები

მართალია, ინოვაცია რელევანტურობის შენარჩუნების და ზრდის გენერირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, მაგრამ ადამიანები მას ხშირად ეწინააღმდეგებიან. სიახლის მიუღებლობას ხშირად სხვადასხვა ფსიქოლოგიური ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად, რისკის თავიდან აცილება, სტატუს-კვოსადმი შინაგანი მიდრეკილება, ინერტულობა, და სხვა. დიაგნოსტიკური კვლევის გამოყენებით შეგვიძლია დავადგინოთ, რა აფერხებს ინოვაციებს და ქცევითი მეცნიერების მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავოთ ინტერვენციები, რომლებიც ადამიანებს უბიძგებს ინოვაციებისკენ ან ინოვაციების მიმღებლობისკენ.