BISC-ის მეთოდოლოგია

გადაწყვეტის ტესტირება

გადაწყვეტებს/ინტერვენციებს ველზე ვამოწმებთ წინასწარ შემუშავებული ექსპერიმენტის გზით. ექსპერიმენტის მთავარი მიზანი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადასტურებაა - უნდა დავრწმუნდეთ, რომ რაც მიიღწევა ინტერვენციის შედეგია და სხვა არაფრის. გარდა ამისა, გადაწყვეტის ტესტირების შედეგად ვიღებთ პრაქტიკულ გზამკვლევს იმის შესახებ, თუ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად რისი მოდიფიცირება არის შესაძლებელი და სასურველი შემუშავებულ ინტერვენციებში. 

გადაწყვეტის ტესტირების მეთოდები

რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა (RCT)

RCT არის ზეგავლენის შეფასების მეთოდი, რომელშიც ჩართულია სამიზნე მოსახლეობიდან შემთხვევითი პრინციპით შერჩეული ორი ჯგუფი - საინტერვენციო და საკონტროლო. RCT, მისი ეფექტიანობის გამო, მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის „ოქროს სტანდარტის“ მეთოდად არის მიჩნეული. მართალია, გადაწყვეტის ტესტირებისთვის ჩვენ უპირატესობას RCT-ის ვანიჭებთ, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ფინანსური, ლოგისტიკური თუ სხვა ფაქტორის გამო, ასეთი კვლევის ჩატარება ყოველთვის შესაძლებელი არ არის. 

RCT-ის ალტერნატივა

როდესაც ინტერვენციების ზეგავლენის და მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის ჩატარება ვერ ხერხდება, ჩვენ კვაზიექსპერიმენტულ მეთოდებს ვიყენებთ. ასეთი ალტერნატიული მეთოდები შეიძლება იყოს:  

Difference-in-Differences - ინტერვენციის ზეგავლენა ფასდება ინტერვენციამდე და ინტერვენციის შემდეგ საკონტროლო და საინტერვენციო ჯგუფებში მიღებულ შედეგებს შორის განსხვავებების შედარების გზით.  

Matching - ინტერვენციის ზეგავლენა იზომება საკონტროლო და საინტერვენციო ჯგუფების მონაწილეთა დაწყვილებით ყველა შესაბამისი მახასიათებლის მიხედვით.  

იხილეთ ჩვენი პროექტები

გაიგეთ მეტი BISC-ის მეთოდოლოგიის შესახებ