კვლევის მიზანი იყო “ქართული ოცნების” მიმართ დადებითად განწყობილი და ნეიტრალური მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების ლოგიკის და სტრუქტურის შესწავლა ქცევით მეცნიერებაზე დაფუძნებული თვისებრივი კვლევის მეთოდით: თუ რა განსაზღვრავს მათ ერთგულებას მმართველი პარტიის მიმართ ან გულგრილობას მიმდინარე პროტესტისადმი (იგულისხმება ფართომასშტაბიან საპროტესტო მოძრაობა, რომელიც წარმოიშვა „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრ, ი. კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადების კვალდაკვალ ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე 2028 წლამდე). რა ფსიქოლოგიური და სოციალური მექანიზმები აძლიერებს სტატუს კვოში დარჩენის სურვილს და რა შეიძლება განაპირობებდეს პოლიტიკური და სოციალური ცვლილებებისადმი მიმღებლობის ზრდას.
კვლევა მოიცავდა სიღრმისეულ ინტერვიუებს და ქცევის მეცნიერების მეთოდოლოგიით ჩატარდა, რომ გამოგვევლინა, თუ როგორ მოქმედებენ ადამიანები რთულ, არასტაბილურ და პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში. კვლევის შედეგები იძლევა ღირებულ ხედვას, თუ როგორ შეიძლება დაიძლიოს ინერტულობა და წახალისდეს დემოკრატიული ცვლილებების პროცესი.
.
.