საქართველოს ეროვნული მიზანია, 2025 წლისთვის პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების მაჩვენებმა მიაღწიოს 50%-ს, ხოლო 2030 წლისთვის - 80%. 2021 წელს BISC Partners-მა, გაეროს სწრაფი განვითარების ლაბორატორიასთან ერთად (UNDP Accelerator Lab), განახორციელა მოსახლეობაში პლასტმასის ნარჩენების დახარისხების წახალისების საპილოტე პროექტი. Პროექტის ფარგლებში ქცევითი ინსაიტების საფუძველზე დაიგეგმა ინფრასტრუქტურის დიზაინი და შეიქმნა საკომუნიკაციო მესიჯები. საპილოტე პროექტის ბოლოს, შეგროვებული მონაცემების რეგრესული ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიერ შემუშავებულმა ქცევის ცვლილებაზე გათვლილმა ინტერვენციებმა დადებითი გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე. კერძოდ, შეგროვებული ნარჩენების ხარისხმა საშუალოდ 80%-ს მიაღწია, რაც 60%-იანი გაუმჯობესებაა ინტერვენციამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით.