გენდერულად ინკლუზიურ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ქცევითი მეცნიერების მიდგომების გამოყენებით

კვლევის მიზანია აღმოაჩინოს ბარიერები ჯანდაცვის სპეციალისტებსა და ლგბტქი+ საზოგადოებას შორის

ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდმა (BISC Partners) და დემოკრატიის ლაბორატორიამ (DemLab) ერთობლივად განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერულად ინკლუზიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ცნობიერების ამაღლებას ქცევის მეცნიერების მიდგომების გამოყენებით.

ინიციატივა განხორციელდა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიმდინარე პროექტის - მედეგობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში - ფარგლებში.

კვლევის მიზანს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებსა და ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს შორის ურთიეთობაში არსებული ფსიქოლოგიური, სტრუქტურული თუ სოციალური ბარიერების დადგენა წარმოადგენდა.

მიზნის მისაღწევად მკვლევართა გუნდმა გამოიყენა კვლევის თვისებრივი მეთოდები, რის ფარგლებშიც ჩატარდა 10 ინტერვიუ სხვადასხვა პროფილის ექიმთან. სიღრმისეული ინტერვიუს მიზანს სამედიცინო პერსონალის ლგბტქ+ პაციენტებთან ურთიერთობის გამოცდილების შესწავლა წარმოადგენდა

გაეცანი კვლევას

Share

დარეგისტრირდი ტრენინგზე