CSRDG-მ BISC Partners-ის მიერ სურსათის უვნებლობის შესახებ მომზადებული ევროკავშირის მხარდაჭერილი კვლევა წარადგინა

როგორ გავზარდოთ მომხმარებლის ჩართულობა სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა გაუმჯობესებაში ქცევითი ინსაიტების გამოყენებით?

23 ივნისს ‘’საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა’’ (CSRDG) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ცნობადობის შესახებ BISC Partners-ისა და ACT-ის კვლევები წარადგინა.

BISC Partners-მა ქცევის მეცნიერებაზე დაფუძნებული Თვისებრივი, ხოლო ACT-მ რაოდენობრივი კვლევები წარმოადგინეს.

პროექტი „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Კვლევის ფარგლებში BISC Partners-მა განახორციელა ქცევის მამოძრავებელი ფაქტორების კვლევა სასურსათო პროდუქტის მომხმარებლებს შორის.

BISC Partners-ის მიერ გამოყენებულმა ქცევითი ინსაითების მეთოდოლოგიამ CSRDG-ს შესთავაზა მეცნიერულად დადასტურებული გზა, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ირაციონალური სისტემა და მივუსადაგოთ მას გადაწყვეტის გზები, რათა ვუბიძგოთ მომხმარებლებს სასურველი ქმედებისკენ: გაიზარდოს მომხმარებელთა და სხვა დაინტერესებული მხარეების (მედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები) ჩართულობა სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების პროცესში.

პრეზენტაციაზე BISC Partners-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ სტამბოლიშვილმა ისაუბრა რეკომენდაციებზე, ხოლო ქცევითი მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელმა, ქეთევან გომელაურმა კვლევის მიგნებები წარმოადგინა.

კვლევის შედეგები დაეხმარება სურსათის უვნებლობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს საკუთარი საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში, განსაკუთრებით სამოქალაქო განათლებასა და საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობაში.

Კვლევის ანგარიში ხელმისაწვდომი სულ მალე იქნება ვებ-გვერდზე momxmarebeli.ge

Share

დარეგისტრირდი ტრენინგზე