BISC Partners–მა სურსათის უვნებლობის შესახებ მომზადებული ევროკავშირის მხარდაჭერილი კვლევა გამოაქვეყნა

მომხმარებელთა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ქცევის მამოძრავებელი ფაქტორები

BISC Partners-მა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში, CSRDG-ს დაკვევით განახორციელა კვლევა ‘’მომხმარებელთა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ქცევის მამოძრავებელი ფაქტორები’’.

Პროექტი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში მიმდინარეობს. Მას ახორციელებს კონსორციუმი, რომელშიც საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია შედიან.

უკანასკნელ წლებში, სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით ზოგადად გაუმჯობესებული მდგომარეობის ფონზე, მომხმარებლებს კვლავ ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა. შესაბამისად, ინტერესი საკითხის მიმართ და მათი მონაწილეობა სურსათის უვნებლობის კონტროლის აღსრულების პროცესში უმნიშვნელოა. დაბალია სურსათის უვნებლობის დარღვევის შემთხვევების შეტყობინების პრაქტიკაც, რაც დროულ რეაგირებას მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის.

სურსათის უვნებლობის სტანდარტის გასაუმჯობესებლად მომხმარებლების ქცევის ცვლილების ხელშეწყობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

  • ღია და ფარული მოტივტორებისა და ბარიერები, რაც გავლენას ახდენს მომხმარებლების გადაწყვეტილებასა და ქმედებებზე - ერთი მხრივ, შეარჩიონ და შეიძინონ ესა თუ ის სასურსათო პროდუქტი, ხოლო მეორე მხრივ შეაფასონ მისი უვნებლობა და საფრთხის შემთხვევაში მოახდინონ სათანადო რეაგირება.
  • სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მომხმარებლის ქცევის მოდელი
  • სასურველი ქცევის განსახოციელებლად მომგებიანი წერტილები
  • სასურველი ქცევის მასტიმულირებელი ღონისძიებების შემუშავების გზები (რეკომენდაციები ინტერვენციების თაობაზე)

BISC Partners-ის მიერ გამოყენებული ქცევითი ინსაითების მეთოდოლოგია გვთავაზობს მეცნიერულად დადასტურებულ გზას, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ირაციონალური სისტემა და მივუსადაგოთ მას გადაწყვეტის გზები, რათა ვუბიძგოთ მომხმარებლებს სასურველი ქმედებისკენ: გაიზარდოს მომხმარებელთა და სხვა დაინტერესებული მხარეების (მედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები) ჩართულობა სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების პროცესში.

  • სეგმენტაცია ქცევითი პატერნების მიხედვით
  • დაკვირვება არა სამომავლო ხედვებზე, არამედ გამოცდილებასა და რეალურ ქცევაზე
  • არსებული პროცესის ანალიზი
  • მენტალურ მოდელებისა და წინასწარგანწყობების კვლევა

კვლევის შედეგად BISC Partners-მა გამოავლინა მომხმარებლებში არსებული:

  • მომხმარებლებს არ აქვთ განცდა, რომ უვნებელი სურსათი სადმე იყიდება და რომ რაიმეს შეცვლა შესაძლებელია - თუ ეცოდინებათ, სურსათის უვნებლობის დაცვის და კონტროლის არსებული მექანიზმები, ისევე როგორც ამ მიმართულებით განხორციელებული ქმედებების შესახებ ექნებათ ინფორმაცია. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა მათში ამ უიმედობის განცდას.
  • პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული შემადგენლობის წაკითხვა რთულია, ისევე როგორც მისი შინაარსის გაგება. სურვილი და მცდელობა ეტიკეტის წაკითხვის სახეზეა, მნიშვნელოვანია პროცესის გამარტივება.
  • სურსათის უვნებლობა მომხმარებლისთვის პირდაპირ ასოცირებულია ხარისხთან, რაც მისთვის ძვირი სიამოვნებაა და გამოსავალი კომპრომისზე წასვლაა - ხარისხსა და უვნებლობას შორის ძირეული განსხვავებების ცოდნის პირობებში, მომხმარებლის ქცევა დაკორექტირდება.

  • მომხმარებლებისთვის, სასურსათო პროდუქტის შემადგენლობის შემოწმების ყველაზე მაღალი მოტივატორი ბავშვზე ზრუნვაა.
  • მომხმარებლებში არსებობს ინტერესი შენახვის პირობების დაცვის მიმართ, რაც მომხმარებლების აღქმაში პირდაპირ სურსათის უვნებლობას უკავშირდება.
  • მომხმარებელი მზად არის ცოტა მეტი გადაიხადოს, თუ ეცოდინება, რომ უვნებელ სურსათს ყიდულობს.
  • მაღალი ფასი ხარისხთან ასოცირდება, ხოლო ხარისხი უვნებლობასთან. მომხმარებელს ურჩევნია, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მეტი გადაიხადოს "ხარისხიან" პროდუქტში, მოლოდინია, რომ ის უვნებელია.
  • სურსათის მწარმოებლის ან რეალიზატორის პირადი ნაცნობობა საკმარისია მომხმარებლისთვის, რომ არაეტიკეტირებულ ან არაქარხნულ პროდუქციაზე სანდოობის განცდა გაუჩნდეს.
  • არსებობს დამოკიდებულება, რომ სურსათის უვნებლობაზე რეაგირება არა მომხმარებლის, არამედ მხოლოდ სახელმწიფოსა და ოფიციალური უწყებების პასუხისმგებლობაა
  • სოფლის პროდუქცია აღქმულია, როგორც ნატურალური და მის უვნებლობაში ეჭვი არ შეაქვთ

  • მომხმარებლებში არსებობს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისგან თავის არიდების პრაქტიკა (information avoidance). ურჩევნიათ ნაკლები იცოდნენ და „წყნარად ეძინოთ“.
  • მომხმარებლებს გაცნობიერებული აქვთ, რომ როდესაც საქმე სურსათის უვნებლობას ეხება, მოქმედება აუცილებელია, თუმცა მათ უჭირთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება, მათ შორის (სურსათის ეროვნული სააგენტოს) ცხელ ხაზზე დარეკვა, ვინაიდან საზოგადოებაში ეს ქცევა ჯერ კიდევ სოციალურად მიუღებელია.
  • ინდუსტრიალიზაციის მკვეთრად გამოკვეთილი შიში - მომხმარებლებში არის განცდა, რომ სურსათის უვნებლობის დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვის შემთხვევაში, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს სურსათის ნატურალური წარმოება საქართველოში.
  • ნეგატიური დამოკიდებულება “სოფლის” პროდუქტთან იმ ადამიანებისგან, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ წარმოების პროცესთან და აქვთ მეტი ინფორმაცია ჰიგიენური და სხვა სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით.

BISC Partners-მა წარადგინა რამდენიმე კონკრეტული ინტერვენციის იდეა, რომელთა მასშტაბის განსაზღვრისათვის საჭიროა მათი ტესტირება, სხვადასხვა მეთოდით. რამდენიმე ღონისძიება უკვე დანერგილია და მოქმედებს, თუმცა საჭიროებს დახვეწას ან გაუმჯობესებას:

  • სურსათის უვნებლობის აპლიკაცია ან ვებგვერდი (ტექნოლოგიური გადაწყვეტა)
  • უვნებლობის რეიტინგი
  • სურსათის ლეიბლინგი (QR კოდი)
  • შემოწმების სტიკერი და სერტიფიკატი
  • სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინების წახალისების რეფრეიმინგი და პროცესის გამარტივება
  • საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანია, კვლევით გამოვლენილი ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორების გათვალისწინებით

ინტერვენციების შემუშავებისას BISC Partners ეყრდნობა ქცევის ცვლილების EAST ჩარჩოს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მოვარგოთ გადაწყვეტები გამოვლენილ ბარიერებს (კომფორტი, შიშები) და მოტივატორებს (ღირებულებითი მიზნები, სარგებელი და პრობლემები).

Გაიგე მეტი კვლევის შესახებ და Გაეცანი კვლევას, რომელზეც BISC Partners-ის ქცევის მეცნიერების ექსპერტებმა იმუშავეს - ‘’მომხმარებელთა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ქცევის მამოძრავებელი ფაქტორები.’’

Share

დარეგისტრირდი ტრენინგზე