ორგანიზაციული ქცევის მიმართულების ხელმძღვანელი

ნინო ხაჭაპურიძე

ნინო ხაჭაპურიძე

ნინოს აქვს 15-ზე მეტი წლის პროფესიული გამოცდილება როგორც კერძო ისე არასამთვრობო სექტორებში, რომელიც მოიცავს საქართველოს უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის მმართველი გუნდის წევრობას და ადამიანური რესურის მართვის დეპარტამენტის გაძღოლას, ამავე დროს სხვადასხვა ორგანიზაციებთან მუშაობას მენეჯმენტ კონსულტანტისა და ტრენერის როლში და მათ მხარდაჭერას ტრანსფორმაციების პროცესში. ამ პერიოდის განმავლობაში ნინომ განახორციელა მსხვილი პროექტები როგორც HR, ისე ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით და დანერგა ისეთი ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა დამსაქმებლის ბრენდინგი, სამუშაოს შესრულებისა და კომპეტენციების მოდელები, კულტურათაშორისი და მრავალფეროვნების მართვა, ორგანიზაციული რესტრუქტურიზაცია და კულტურა, ცვლილებების მართვა და გენდერული თანასწორობა სამუშაო გარემოში, რომლებმაც მოიპოვა სხვადასხვა ჯილდოები არდგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან (როგორიცაა გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ათასწლეულის ფონდი (ჯილდო-ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის). 2015 წელს ჯიპიაი ჰოლდინგის მხარდაჭერით ნინომ შექმნა სხვადასხვა სექტორის 100-ზე მეტი მსხვილი ორგანიზაციის HR დირექტორებისგან შემდგარი პროფესიული ქსელი, რომელმაც განსაზღვრა პროფესიული ქსელების მაღალი სტანდარტი საქართველოში. მან წარმატებით გამოიყენა გამოცდილების გაზიარების ეს პლატფორმა, რათა კოლეგებისთვის მიეწოდებინა როგორც ინფორმაცია HR-ისა და მენეჯმენტის თანამედროვე ტენდენციებზე, ასევე პრაქტიკული და კონკრეტული შემთხვევების ანალიზები, თუ როგორ ხდება ამ ინოვაციების დანერგვა ადგილობრივ ორგანიზაციულ გარემოში და გამოყენება თანამშრომელთა ქცევასა და შედეგებზე დადებითი ზემოქმედებისთვის. ნინო ცოდნის გაზიარების სურვილმა საკონსულტაციო და კერძო ტრენინგების პროექტებთან ერთად, მიიყვანა უნივერსიტეტებში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) სწავლებასა და მოწვეული ლექტორის სტატუსით სტუდენტებთან მუშაობასთან ისეთ თემებზე როგორიცაა ორგანიზაციული ქცევა, სტრატეგიული ადამიანური რესურსის მართვა და მენეჯმენტის საფუძვლები. ნინოს მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი განსაკუთრებული შედეგებით გრენობლის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისგან მენეჯმენტის კონსულტირების სპეციალობით, ის ასევე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის დიპლომებს შრომისა და ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში და პროექტების მართვის სერტიფიკატს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისგან.

Email:

n.khachapuridze@biscpartners.com