სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
ფსიქოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2006-2016 წლებში მიღებული აქვს კვლევითი და აკადემიური სტიპენდიები კოლუმბიის (აშშ), ბერკლის (აშშ), ლუვენის (ბელგია), ნიუ იორკის (აშშ) უნივერსიტეტებში. იგი არის ახალგაზრდა მეცნიერთა პრეზიდენტის გრანტის მფლობელი, აგრეთვე შვედეთის სამეცნიერო აკადემიური ქსელის (ASCN) და ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების წამყვანი მკვლევარი. იგი 30 ზე მეტი საერთაშორისო საკონფერენციო ნაშრომისა და ათზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია რომლებიც ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში (SCOPUS; Web of Science). ამჟამად მაია არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტში სადოქტორო პროგრამის „პოზიტიური ფსიქოლოგია -ემპირიული კვლევები“ თანახელმძღვანელი.