გამგეობის თავმჯდომარე და ქცევითი მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი

ქეთევან გომელაური

ქეთევან გომელაური

ქცევითი მეცნიერების ექსპერტი, რომელიც ბოლო 10 წელია მუშაობს ისეთი ინოვაციური სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავებაზე, რომელიც ემსახურება ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის სრულფასოვან დანერგვას საჯარო პოლიტიკისა და სერვისების დიზაინსა და მიწოდებაში. მათ შორის, როგორც ქცევითი მეცნიერების სპეციალისტი, ის მუშაობს სახელმწიფო უწყებებთან მათი მომსახურების ეფექტიანობის ასამაღლებლად, რაც გულისხმობს ბენეფიციართა ქცევის შესწავლას და მის ინტეგრირებას პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. ბოლო ოთხი წელია ქეთევანი გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობს ქცევითი მეცნიერების სპეციალისტის რანგში, სხვადასხვა სფეროში ქცევითი კვლევებისა და ინტერვენციების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობა, აივ ინფექციის პრევენცია და თვითტესტირების ხელშეწყობა, ბავშვთა მიმართ ძალადობა, შშმ საკითხები, მუნიციპალური სერვისების გამოყენება, მედიაციის ხელშეწყობა და სხვა. ქეთევანი ავტორია ქცევის მეცინიერებაზე დაფუძნებული კვლევის: "COVID 19 და ვაქცინაცია: წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორების ახალგზარდებს შორის".

Email:

k.gomelauri@biscpartners.com