ჩვენ ვართ სპეციალისტების ინტერდისციპლინური გუნდი, რომელსაც გვჯერა, რომ სამეცნიერო ცოდნასა და ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს სასიკეთო სოციალური ცვლილებების მოტანა შეუძლია. როგორც სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული გუნდი, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამთავრობო უწყებებთან, საერთაშორისო და არაკომერციულ ორგანიზაციებთან და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებთან მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით. ქცევითი მეცნიერების გამოყენებით ჩვენ დაგეხმარებით, აქციოთ თქვენი პროგრამები, პროექტები და ბიზნეს პროცესები უფრო ეფექტიანი და ადამიანზე ორიენტირებული.
ჩვენი მისია
ხშირად ლიდერები, პოლიტიკის განმსაზღვრელები და პროგრამის ხელმძღვანელები მხედველობაში არ იღებენ პრობლემის გამომწვევ ძირეულ მიზეზებს, კერძოდ, ადამიანების ქვეცნობიერ მიდრეკილებებს და მენტალურ მოდელებს, ასევე, სოციალურ ან ფიზიკურ კონტექსტს, რომელშიც ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ და მოქმედებენ.
ქცევითი ინსაითები გვეხმარება, გავიაზროთ, თუ რა ზემოქმედებას ახდენს კონტექსტი და ადამიანის ქვეცნობიერი მიდრეკილებები თუ მენტალური მოდელები მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებასა და ქცევაზე.
მსოფლიოში ქცევითი ინსაითების მიდგომის მრავალწლიანმა გამოყენებამ აჩვენა, რომ ადამიანის ქცევის სიღრმისეული ცოდნა ხელს უწყობს ადამიანზე უფრო მეტად ორიენტირებული პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, რომლებიც მდგრად სოციალურ და ორგანიზაციულ ცვლილებებს იწვევენ.
ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპებია - დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ნებისმიერ პროექტზე მუშაობის პროცესში, ჩვენ ვხელმძღვანელობთ OECD-ის მიერ შემუშავებული ეთიკის წესებით, რომელიც ეხება ქცევითი ინსაითების მეთოდოლოგიის გამოყენებას.
დაუკავშირდით ჩვენს ექსპერტს და აღმოაჩინეთ როგორ მოახდინოთ თქვენი პროგრამის, პლატფორმის ან პროდუქტის გაუმჯობესება ქცევის მეცნიერების გამოყენებით.
ცვლილების სტრატეგიის შემუშავება კვლევაზე და მეცნიერებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით და ბიჰევიორისტული მიგნებების გამოყენებით.