ინტერვენციების ეფექტიანობის დადასტურების შემდეგ, შევიმუშავებთ ცვლილების სტრატეგიას. ეს სტრატეგია მოიცავს სამოქმედო გეგმას ქცევის ან სოციალური ნორმის ცვლილების მასშტაბის გასაზრდელად და გეგმას ინტეგრირებული საკომუნიკაციო კამპანიისთვის.
ცვლილების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა არის საგზაო რუკა, რომელშიც გაწერილია ინტერვენციის მასშტაბის ეტაპობრივი ზრდის, განხორციელების, მონიტორინგის და შეფასების მეთოდები.
ტრადიციული საკომუნიკაციო კამპანიები ხშირად იზოლირებულ, მოკლევადიან და არათანმიმდევრულ ძალისხმევას წარმოადგენს, რომელიც არ ემყარება ქცევით ინსაითებს და არ არის სტრატეგიულად ორიენტირებული სხვადასხვა აუდიტორიაზე.
ტრადიციულად, საკომუნიკაციო კამპანიების მიზანი, ცნობიერების ამაღლება ან დამოკიდებულების ცვლილებაა. უახლესი კვლევები ცხადყოფს, რომ მხოლოდ ინფორმაციის მიღება და კეთილგანწყობა ქცევის ცვლილებას არ იწვევს.
ინტეგრირებულ საკომუნიკაციო კამპანიას აქვს მეტი შესაძლებლობა, უფრო ფართო მასშტაბით შეცვალოს ქცევითი და სოციალური ნორმა შემდეგი ფაქტორების გამო:
1. კამპანია მიმართულია სხვადასხვა აუდიტორიაზე, რაც ნიშნავს, რომ მას სტრატეგიული და ინდივიდუალიზებული მიდგომა აქვს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის მიმართ.
2. კამპანია მრავალფეროვან მედია და საკომუნიკაციო არხს მოიცავს, რაც ნიშნავს, რომ კამპანიაში გამოიყენება ყველა შესაძლო და შესაფერისი ტიპის საკომუნიკაციო ფორმატი ან მედიუმი, როგორებიცაა - საზოგადოებასთან ურთიერთობა, რეკლამა, სოციალური მედია, ინფლუენსერები, შოუ, ღონისძიება და სხვა.