საჯარო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი

დავით შავგულიძე

დავით შავგულიძე

დავითი არის ინფორმაციული ტექნოლოგიების/ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის პროფესიონალი, რომელსაც აქვს 8 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ელექტრონული მმართველობის სისტემების, კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის (CII) და მართვის ინფორმაციული სისტემების აუდიტის სფეროში. დავითი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში IT აუდიტის პირველ სამსახურს, რამაც ხელი შეუწყო საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას მიმდინარე ძირითად რეფორმებზე, პარლამენტის წევრთა ინფორმირებულობის გაზრდას კიბერ-რისკების შესახებ და სამთავრობო სექტორში ძლიერი შიდა IT კონტროლის გარემოს მნიშვნელობა შესახებ.  

დავითი აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო თანამშრომლობის აქტივობებში და შესაძლებლობების განვითარებაში. წამოიწყო და დაამყარა თანამშრომლობა აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისის აუდიტის ტრენინგ ცენტრთან IT აუდიტის პერსონალის მომზადებისა და შერჩეული IT აუდიტის ხარისხის უზრუნველსაყოფად. მონაწილეობდა თანამშრომლობის პროექტებში აშშ-ს GAO-სთან, SAI ინდოეთთან, SAI პოლონეთთან, SAI პორტუგალიასთან, SAI ბრაზილიასთან, BAI კორეასთან, SAI შვედეთთან, SAI გერმანიასთან, SAI ავსტრალიასთან და ა.შ.

დავითს აქვს გამოცდილება ციფრული ტრანსფორმაციის გუნდების შექმნისა და ორგანიზაციულ ერთეულებში ცვლილებების მართვაში. წარმატებული პროექტები მოიცავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითადი ბიზნეს პროცესის სრულ დიგიტალიზაციას (აუდიტის მენეჯმენტი), ფართომასშტაბიანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის შემუშავებას და მართვას, სხვადასხვა ზომის ორგანიზაციების დიგიტალიზაციას და სხვადასხვა სახის იდეათონების/ჰაკათონების ორგანიზებას.

Email:

d.shavgulidze@biscpartners.com