განვითარების კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანთა ქვეცნობიერი მიდრეკილებები, მენტალური მოდელები და კონტექსტი, რომელშიც ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ და მოქმედებენ, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს განვითარების შედეგებზე. გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესასრულებლად აუცილებელია, რომ განვითარების სააგენტოებმა სიღრმისეულად შეისწავლონ ქცევითი ფაქტორები და გამოიყენონ ქცევითი ინსაითები თავიანთ პროგრამებში. ჩვენ ვთანამშრომლობთ განვითარების სააგენტოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მათი პროგრამები იყოს ადამიანზე მეტად ორიენტირებული და ეყრდნობოდეს ღრმა ცოდნას იმის შესახებ, თუ რა უბიძგებს ადამიანებს, გააზრებულად ჩაერთონ პროგრამებში.