Რა კავშირია საფეხბურთო ჩემპიონატებსა და ოჯახურ ძალადობას შორის?

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევები მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენების დროს პიკს აღწევს.

Მუნდიალი სპორტულ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რასაც მთელი 4 წლის მანძილზე მოუთმენლად ელიან როგორც ფეხბურთელები, ისე გულშემატკივრები. Განვლილი ერთი თვის მანძილზე კატარს 1.4 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

თუმცა საინტერესოა, რომ სწორედ ამ პერიოდში პიკს აღწევს ოჯახში ძალადობა - კვლევა დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. მოდით, განვიხილოთ, რა გავლენას ახდენს ჩემპიონატის დროს მოზღვავებულ ემოციები ქომაგებზე და როგორ გავუმკლავდეთ მათ?

BI Team-მა (ქცევითი ინსაიტების გლობალური კომპანია) საინტერესო სტატია გამოაქვეყნა იმაზე, თუ რა კავშირშია ფეხბურთი ოჯახში ძალადობასთან და როგორაა შესაძლებელი ძალადობასთან ბრძოლა ქცევითი მეცნიერების გამოყენებით.

მკვლევრებმა დააფიქსირეს, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობა 26%-ით იზრდება, როდესაც ინგლისის ნაკრები იგებს ან ფრედ ასრულებს მატჩს და 38%-ით - მაშინ, როდესაც ეროვნული გუნდი თამაშს აგებს.

მეცნიერების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მსგავსი საკითხების სიღრმისეული კვლევა, რადგან რაც უფრო მეტი ვიცით, მით უკეთესად შეგვეძლება ამ პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების შემუშავება და მშვიდობიანი ქცევის წახალისება ქცევის მეცნიერების გამოყენებით.

Dickson et al. და Ivandić et al.-მა დაადგინეს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევები რეალურად მცირდება მატჩების მსვლელობის დროს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოძალადეებს ყურადღება გადააქვთ თამაშზე . თუმცა, ორივე კვლევამ დაადგინა, რომ ოჯახში ძალადობა მატჩის წინ და მის შემდეგ მკვეთრად იზრდება.

Ზოგიერთი ჰიპოთეზის თანახმად, ძალადობასა და ფეხბურთს შორის კავშირი განპირობებულია ემოციური აღგზნებითა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით.

როდესაც Ivandić et al.-მა სცადა ალკოჰოლის ემოციური აღგზნებისგან განცალკევება. მათ დაადგინეს, რომ ფეხბურთთან დაკავშირებული ოჯახში ძალადობის ზრდა თითქმის სრულად გამოწვეული იყო ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით.

მეორე საინტერესო მიგნება ისაა, რომ მატჩის ჩატარების დროს შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ოჯახში ძალადობის მაჩვენებლებზე. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ისეთი მატჩების დროს, რომლებიც საღამოს 7 საათამდე იწყება, ძალადობის გაცილებით მაღალი დონე ფიქსირდება. სავარაუდოდ, ამას ის განაპირობებს, რომ ადრე დაწყებული მატჩის დამთავრების შემდეგ მის მაყურებელს ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარების საშუალება ეძლევა მთელი საღამოს განმავლობაში.

BI Team-ზე დაყრდნობით, ფეხბურთთან დაკავშირებული ოჯახში ძალადობის შესამცირებლად გამოსავალი შეიძლება იყოს მატჩების გამართვის დროის მართვა: საღამოს საათებში ჩატარება და/ან მატჩებს შორის შუალედის შემცირება. რა თქმა უნდა, ამის განხორციელება რთულია, Განსაკუთრებით, ისეთი საერთაშორისო მოვლენების დროს, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი.

თუ Ivandić et al.-სა and Trendl et al.-ს დასკვნები ზუსტია და ალკოჰოლი არის ფეხბურთთან დაკავშირებული ოჯახში ძალადობის მთავარი მიზეზი, მაშინ მკაცრად უნდა იქნას გათვალისწინებული ალკოჰოლის შეზღუდვის პოლიტიკა.

BI Team თვლის, რომ თეორიულად შესაძლებელია მატჩის ყურება მხოლოდ ფაბებში იყოს შესაძლებელი, რაც მცირედით მაინც შეამცირებს ალკოჰოლის მოხმარებას (ალკოჰოლი უფრო ძვირია ფაბში). შესაძლებელია მხოლოდ სკოლებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს ჰქონდეთ მატჩების ტელევიზიით გადაცემის ნება, რამაც შესაძლოა ფეხბურთთან დაკავშირებული ოჯახში ძალადობა შეამციროს.

ასეა თუ ისე, ნებისმიერი ინტერვენციის მიზანი უნდა იყოს ის, რომ ფეხბურთის ქომაგებს არ მოვაკლოთ სიამოვნების მიღების შესაძლებლობა. Მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა დავიცვათ საზოგადოება კონფლიქტებისა და ძალადობისგან. კვლევის მეცნიერულად დასაბუთებული მონაცემები და ქცევის ცვლილების აპრობირებული მეთოდების გამოყენება სწორედ ამის საშუალებას იძლევა - ვუბიძგოთ ადამიანებს უკეთესი და უფრო ინკლუზიური ქცევისკენ გაუმართლებელი აკრძალვების გარეშე.

როგორც Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი, მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისას ჩადენილი ოჯახური ძალადობის პარალელურად, თავად 2022 წლის მუნდიალის მასპინძელი ქვეყანასაც აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. 

Კატარის მიმართ კრიტიკის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2010 წელს სპარსეთის ყურის ამ პატარა სახელმწიფომ 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ბევრი მოსაზრება გაჩნდა იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება სინამდვილეში კორუფციული გარიგება იყო.

Ნავთობით მდიდარი ქვეყნის გაკიცხვა ამით არ დასრულებულა. Მეტიც, წლების მანძილზე კრიტიკის ტალღამ იმატა, რისი ძირითადი მიზეზებიც კორუფციული გარიგებები, დასაქმებულთა მიმართ ცუდი მოპყრობა, ადამიანის უფლებების მუდმივი შელახვა და ქვეყანაში დემოკრატიის ნაკლებობა გახლდათ.

Მიგრანტი მუშები

Guardian-ის ცნობით, 2010 წლიდან 2021 წლამდე კატარში 6500 მიგრანტი მუშა დაიღუპა, რომლებიც ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ნეპალიდან, ბანგლადეშიდან და შრი-ლანკადან იყვნენ ჩასულები კატარში.

გარდა დაღუპვის შემთხვევებისა, Amnesty International-ის ინფორმაციით, 100 000-ზე მეტი მიგრანტი განიცდიდა ექსპლუატაციასა და ძალადობას 12 წლის განმავლობაში კატარში, მშრომელთა უფლებების დაუცველობის და მართლმსაჯულების არასაკმარისი ხელმისაწვდომობის გამო.

Ქალთა უფლებები

Კატარის კანონმდებლობის თანახმად, ქალებს ჰყავთ მამრობითი სქესის მეურვეები, რომელთა გარეშეც ქალებს არ აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთი ცხოვრების შესახებ - მათ შორის, ქორწინებაზე, მოგზაურობაზე, სამუშაო ადგილზე და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გარკვეული სერვისების მიღებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს ქმრების მიერ ცოლებისთვის ფიზიკური ან მორალური ზიანის მიყენებას, კატარს არ აქვს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, არც ზომები დაზარალებულთა დასაცავად ან მოძალადეთა დასასჯელად. Ასევე, არც ერთი კანონი ცალსახად არ კრძალავს ბავშვების ფიზიკურ დასჯას.

Გამოხატვის თავისუფლება

2020 წლის იანვარში, კატარმა გაამკაცრა სისხლის სამართლის კოდექსი და , ჭორების ან ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 100,000 კატარული რიალი (დაახლოებით $27,465) ჯარიმა შემოიღო. კოდექსი არ ითვალისწინებს, თუ ვინ განსაზღვრავს რა არის ჭორი ან „ყალბი ინფორმაცია“.

აგვისტოსა და სექტემბერში, ახლადშემოღებულმა საარჩევნო კანონებმა, რომლებიც ფაქტობრივად ათასობით კატარელს ხმის მიცემისა და კენჭისყრის უფლებას ართმევს კატარის პირველ საკანონმდებლო არჩევნებში, გამოიწვია კატარელებს შორის დაპირისპირება და დებატები სოციალურ მედიაში, ისევე როგორც მცირე მასშტაბის დემონსტრაციები. კატარის ხელისუფლებამ კრიტიკის საპასუხოდ, შვიდი ადამიანის დევნა დაიწყო „ცრუ ამბების გავრცელებისა“ და „რასობრივი და ტომობრივი დაპირისპირების გაღვივების“ ბრალდებით.

ადამიანთა Მოქალაქეობის გარეშე დატოვება (Statelessness)

კატარის გადაწყვეტილებამ, იძულებით ჩამოერთვას ოჯახებს ალ-მურას ტომის გუფრანის კლანის მოქალაქეობა, 1996 წლიდან მოყოლებული დღემდე უამრავი ადამიანი მოქალაქეობის გარეშე დატოვა და მათ ჩამოართვა წვდომა ადამიანის ძირითად უფლებებზე, რის გამოც კატარის ასი ათასობით მაცხოვრებელი სრულიად უუფლებოა.

ღუფრანის კლანის მოქალაქეობის არმქონე წევრებს მოკლებული აქვთ მუშაობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, ქორწინებისა და ოჯახის შექმნის, ქონების ფლობისა და გადაადგილების თავისუფლების უფლება.

სექსუალური ორიენტაციისა და მორალის კანონები

კატარში 7 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ქალსა და მამაკაცს, რომელთაც ქორწინების გარეშე ექნებათ სექსი (კატარის სისხლის სამართლის კოდექსის 281-ე მუხლი). HRW ამბობს, რომ ეს არაპროპორციულად მოქმედებს ქალებზე, რომლებიც გააუპატიურეს. „პოლიციას ხშირად არ სჯერა იმ ქალების, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვეპლნი აღმოჩნდნენ. სამაგიეროდ, სჯერა მამაკაცების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ურთიერთობაზე ორივე მხარე იყო თანახმა.“

წლებია კატარში სისტემურად ირღვევა LGBTQI+ თემის წარმომადგენელთა უფლებები. Human Rights Watch-ის ინფორმაციით, 2019-2022 წლებში პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თემის 6 წარმომადგენელს და სექსუალურად იძალადეს 5 მათგანზე. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 4 ტრანსგენდერი ქალი, 1 ბისექსუალი ქალი და 1 გეი მამაკაცი პოლიციამ უკანონოდ გამოკეტა მიწისქვეშა საპატიმროში. ერთ-ერთმა მათგანმა იქ ორი თვე გაატარა. ერთმა ტრანსგენდერმა ქალმა უფლებადამცველებს უთხრა, რომ მას აიძულებდნენ "ისევ კაცი გამხდარიყო”.

კატარში ჰომოსექსუალური კავშირი კრიმინალიზებულია და ხუთწლიანი პატიმრობით ისჯება.

კლიმატის ცვლილების პოლიტიკა და ქმედებები

როგორც სათბურის გაზების გამოყოფის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, კატარი ხელს უწყობს კლიმატის კრიზისს, რომელიც უდიდეს ზიანს აყენებს ადამიანის უფლებებსა და ჯანმრთელობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქვეყანას აქვს მეექვსე ყველაზე მაღალი სათბურის გაზების ემისიები ერთ სულ მოსახლეზე გლობალურად.

ძირითადი საერთაშორისო აქტორები

იანვარში საუდის არაბეთმა დაასრულა მრავალწლიანი იზოლაცია კატართან, რომელიც დაიწყო 2017 წელს, როდესაც საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ჩაკეტეს საზღვრები კატარისთვის და გააძევეს კატარის მოქალაქეები თავიანთი ქვეყნიდან. Ამის მიზეზი კატარის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერა და ირანთან კავშირები იყო.

Share

დარეგისტრირდი ტრენინგზე