უკანასკნელ წლებში, სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით ზოგადად გაუმჯობესებული მდგომარეობის ფონზე, მომხმარებლებს კვლავ ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა.
შესაბამისად ინტერესი საკითხის მიმართ და მათი მონაწილეობა სურსათის უვნებლობის კონტროლის აღსრულების პროცესში უმნიშვნელოა. დაბალია სურსათის უვნებლობის დარღვევის შემთხვევების შეტყობინების პრაქტიკაც, რაც დროულ რეაგირებას მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის.
მომხმარებლების ქცევის ცვლილების ხელშეწყობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.
BISC Partners-მა განახორციელა კვლევა ‘’მომხმარებელთა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ქცევის მამოძრავებელი ფაქტორები’’.
Კვლევა განხორციელდა ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში.
BISC Partners-ის მიერ გამოყენებული ქცევითი ინსაითების მეთოდოლოგია გვთავაზობს მეცნიერულად დადასტურებულ გზას, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ირაციონალური სისტემა და მივუსადაგოთ მას გადაწყვეტის გზები, რათა ვუბიძგოთ მომხმარებლებს სასურველი ქმედებისკენ: გაიზარდოს მომხმარებელთა და სხვა დაინტერესებული მხარეების (მედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები) ჩართულობა სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების პროცესში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, რომელშიც შედიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.
Კვლევაზე იმუშავეს BISC Partners-ის ქცევის მეცნიერების ექსპერტებმა.