ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდმა (BISC Partners) და დემოკრატიის ლაბორატორიამ (DemLab) ერთობლივად განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერულად ინკლუზიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ცნობიერების ამაღლებას ქცევის მეცნიერების მიდგომების გამოყენებით.
ინიციატივა განხორციელდა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიმდინარე პროექტის - მედეგობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში - ფარგლებში.
ინიციატივის მთავარი ამოცანა დისკრიმინაციისა და გენდერული სტერეოტიპების მავნე ზეგავლენის შემცირება და გენდერულად ინკლუზიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იყო სამედიცინო სფეროს პრაქტიკოსებში ქცევის ცვლილების მოდელის შექმნისა და პილოტირების გზით.
Პროექტში შემუშავდა სერვის პროტოკოლი (სახელმძღვანელო), რომელიც ექიმებისთვის, კლინიკის ადმინისტრაციისთვისა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისათვისაა განკუთვნილი.