გენდერულად ინკლუზიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ცნობიერების ამაღლების კამპანია ქცევის მეცნიერების მიდგომების გამოყენებით

BISC Partners-მა Demlab-თან ერთად ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან (IWPR) თანამშრომლობა დაიწყო

ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდი (BISC Partners) და დემოკრატიის ლაბორატორია (DemLab) ერთობლივად განახორციელებენ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს გენდერულად ინკლუზიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ცნობიერების ამაღლებას ქცევის მეცნიერების მიდგომების გამოყენებით.

ინიციატივა ხორციელდება ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიმდინარე პროექტის - მედეგობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში - ფარგლებში.

ინიციატივის მთავარი ამოცანაა დისკრიმინაციისა და გენდერული სტერეოტიპების მავნე ზეგავლენის შემცირება და გენდერულად ინკლუზიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა სამედიცინო სფეროს პრაქტიკოსებში ქცევის ცვლილების მოდელის შექმნისა და პილოტირების გზით.

„2020 წელს საქართველოში განხორციელებული კვლევის თანახმად, რესპონდენტების 14.4% აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სერვისის მიღებისას გამხდარან დისკრიმინაციის მსხვერპლი. რესპონდენტთა 78.3%-ს არავისთვის მიუმართავს დისკრიმინაციული ფაქტის შესატყობინებლად, მიზეზად ქმედების არასაკმარისად სერიოზულ ფაქტად აღქმა (25.0%) და კონფიდენციალობის დარღვევის რისკები (19.4%) სახელდება. საზოგადოების ჰომოფობიური განწყობების შედეგად, ლგბტქი+ ადამიანების ის ნაწილი, ვისაც თავად არ ჰქონია უარყოფითი გამოცდილება სამედიცინო პერსონალთან, თავს იკავებს ექიმთან ვიზიტისგან. მიზეზი თემში არსებული დისკრიმინაციის მოლოდინი და შესაძლო ნეგატიური გამოცდილების თავიდან არიდებაა. Მსგავსი დამოკიდებულებები აზიანებს როგორც პაციენტის უფლებებს, ისე შესაძლოა აისახოს თემის წარმომადგენელების ჯანრმთელობის მდგომარეობაზე. Ამ პროექტის ფარგლებში ვიმუშავებთ როგორც სამედიცინო სფეროს, ისე თემის წარმომადგენლებთან, რომ შევიმუშავოთ სამედიცინო მომსახურების ეთიკური და ინლკუზიური სტანდარტი და დავეხმაროთ სამედიცინო მომსახურების გამწევ დაწესებულებებს მათ დანერგვაში.“ - ქეთევან გომელაური, BISC Partners-ის გამგეობის თავმჯდომარე და ქცევითი მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი. 

Პროექტის საწყის ეტაპზე BISC Partners ჩაატარდება ქცევითი ინსაიტების კვლევა იმის დასადგენად, თუ რა ძირითადი ფსიქოლოგიური, სტრუქტურული თუ სოციალური ბარიერები არსებობს პაციენტებთან ურთიეთობაში გენდერულად სენსიტიური თემების განხილვის ან აღმოჩენის თვალსაზრისით - როგორც სამედიცინო პერსონალში, ისე თემის წარმომადგენლებში.

შესწავლილი ქცევისა და კონტექსტის გათვალისწინებით, შემუშავდება ინტერვენციები, რომლებიც პრობლემის ძირეულ მიზეზებზეა ორიენტირებული და სამიზნე ქცევის ბარიერების დაძლევას ან მოტივატორების წახალისებას უზრუნველყოფს. კვლევაში გამოვლენილი საკითხების მიხედვით DemLab განახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას სამიზნე ჯგუფებისა და დაინტერესებულ აუდიტორიისთვის.

Საპილოტე პროექტში მონაწილეობას იღებს საქართველოს რამდენიმე წამყვანი სამედიცინო ქსელის პერსონალი. Მათთან თანამშრომლობით იგეგმება გენდერულად სენსიტიური მომსახურების სტანდარტების დანერგვა.

კვლევის მიგნებებისა და ქცევითი სახელმძღვანელო სამედიცინო სფეროს წარმოამდგენლებისა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება თებერვალში.

Share

დარეგისტრირდი ტრენინგზე