კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა ქცევითი ინსაიტების გამოყენებით

BISC Partners-მა გაეროს გლობალ კომპაქტთან თანამშრომლობა დაიწყო.

BISC Partners ქცევითი ინსაიტების კვლევას ახორციელებს კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობის წახალისების მიზნით.

კვლევა ხორციელდება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა (UN Global Compact) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში. USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება; დაეხმაროს ახალ და არსებულ სამოქალაქო აქტორებს შესაძლებლობების განვითარებაში, ლეგიტიმაციისა და ნდობის გაზრდაში, რათა მათ ეფექტიანად წარმოადგინონ მოქალაქეთა ინტერესები. 

პროგრამის ერთ-რეთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბიზნესსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პარტნიორული პროექტების წახალისება, კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზით.

კვლევის მიზანია, გამოავლინოს ის ქცევითი ბარიერები და გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობას და მოახდინოს ამ თანამშრომლობების გაღრმავების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

ქეთევან გომელაური, BISC Partners-ის ქცევის მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი: „ქცევითი ინსაიტების კვლევა საშუალებას იძლევა, დავაკვირდეთ არა მხოლოდ არსებულ დამოკიდებულებებს და/ან განწყობებს , არამედ ძირეულ დრაივერებს და ე.წ. გავლენის მექანიზმებს (Influence Map). აღნიშნული მეთოდოლოგიით, ქცევის პატერნების ანალიზის საფუძველზე დგინდება ფაქტორები, რაც განაპირობებს სასურველ ქცევას (მოტივატორები) ან პირიქით, ბარიერია. ამასთან, ქცევის რუკა გვაძლევს ნათელ სურათს, თუ რა სახის სოციალური და ფიზიკური კონტექსტი არსებობს და რას შეიძლება დაეფუძნოს ცვლილების თეორია.“

კვლევის შედეგები 2022 წლის სექტემბერში გახდება ცნობილი.

Share

დარეგისტრირდი ტრენინგზე