კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა ქცევითი ინსაიტების გამოყენებით

ქცევითი ბარიერებისა და გამოწვევების გამოვლენა, რომლებიც ხელს უშლის/უწყობს თანამშრომლობას

BISC Partners-მა განახორციელა ქცევითი ინსაიტების კვლევა კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობის წახალისების მიზნით.

კვლევა ჩატარდა გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფარგლებში, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტორების გაძლიერება და ბიზნესებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პარტნიორული პროექტების ხელშეწყობა.

კვლევის შედეგად, გამოიკვეთა ქცევითი ბარიერები, ამ ორ სექტორს შორის თანამშრომლობის ხელშემშლელი ფაქტორები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

გაეცანი კვლევას

Share

დარეგისტრირდი ტრენინგზე