ლგბტქ+ პაციენტთან კომუნიკაცია: გენდერულად ინკლუზიური სამედიცინო სერვისების დანერგვა ქცევითი ინსაიტების გამოყენებით

BISC Partners-მა ექიმებისთვის გენდერულად ინკლუზიური სამედიცინო სერვისების ტრენინგი ჩაატარა.

ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდი (BISC Partners) და დემოკრატიის ლაბორატორია (DemLab) ერთობლივად ახორციელებენ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს გენდერულად ინკლუზიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ცნობიერების ამაღლებას ქცევის მეცნიერების მიდგომების გამოყენებით.

ინიციატივის ფარგლებში 9-12 იანვარს კლინიკა კურაციოსა და ევექსის ქსელის ექიმებს ტრენინგი ჩაუტარდათ გენდერულად ინკლუზიური სამედიცინო მომსახურების შესახებ - ‘’ლგბტქ+ პაციენტთან კომუნიკაციის წესები’’.

ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში დაიფარა შემდეგი საკითხები:

  • საქართველოში სამედიცინო სფეროში არსებული სიტუაცია ლგბტქ+ თემთან მიმართებით:
  • კომუნიკაციაში არსებული ბარიერების დაძლევა; 
  • ტერმინები და სალაპარაკო ენა
  • ეთიკური და პაციენტზე ორიენტირებული კომუნიკაციის პრინციპები; 
  • სანდო გარემოს შექმნა და მომსახურების ჯაჭვი 
  • ტრანსგენდერ პაციენტთან კომუნიკაციის წესები 
  • ლგბტქ+ თემის სამედიცინო რისკ-ფაქტორები

ტრენინგ მოდულის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ქცევის მეცნიერების ექსპერტებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა. ტრენინგი შემუშავდა აღიარებულ უცხოურ გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დაყრდნობით და ადაპტირდა ქცევის მეცნიერების პრინციპების გამოყენებით.

მოდულის შემუშავებას წინ უძღვოდა BISC Partners-ის მიერ ჩატარებული ქცევითი ინსაიტების კვლევა იმის დასადგენად, თუ რა ძირითადი ფსიქოლოგიური, სტრუქტურული თუ სოციალური ბარიერები არსებობს პაციენტებთან ურთიეთობაში გენდერულად სენსიტიური თემების განხილვის ან აღმოჩენის თვალსაზრისით. კვლევა ჩატარდა როგორც სამედიცინო პერსონალში, ისე თემის წარმომადგენლებში.

შესწავლილი ქცევისა და კონტექსტის გათვალისწინებით, შემუშავდა ინტერვენციები, რომლებიც პრობლემის ძირეულ მიზეზებზეა ორიენტირებული და სამიზნე ქცევის ბარიერების დაძლევას ან მოტივატორების წახალისებას უზრუნველყოფს.

საბოლოოდ, იგეგმება სერვის პროტოკოლის (სახელმძღვანელოს) შემუშავება ექიმებისთვის და ასევე ტრენინგ მოდულის, რომელიც იქნება საჯარო როგორც ექიმებისთვის, ისე კლინიკის ადმინისტრაციისთვისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისათვის. 

ინიციატივა ხორციელდება ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიმდინარე პროექტის - მედეგობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში - ფარგლებში.

Share

დარეგისტრირდი ტრენინგზე