ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდი (BISC Partners) ექსპერტულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს ფერმერთა ასოციაციას (GFA) ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში, რომელსაც GFA, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან“ (CSRDG) და ‘’საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციასთან’ თანამშრომლობით ახორციელებს.
Თანამშრომლოობის ფარგლებში, BISC Partners ქცევის მეცნიერების გამოყენებით ხელს შეუწყობს ინიციატივის მიზნების ეფექტიან განხორიცელებას და შედეგების მდგრადობას პროექტის სამიზნე აუდიტირიის ქცევის ცვლილების წახალისების გზით. Პროექტის მიზნებია:
- მერძევეობისა და მეფუტკრეობის მიწოდების ჯაჭვის მხარეების (ფერმერები, ძირითადი მწარმოებლები, სურსათის სხვა ბიზნესოპერატორები) პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, ცოდნითა და გაძლიერებული შესაძლებლობებით აღჭურვა, რათა გაუმჯობესდეს მათი საქმიანიბის შესაბამისობა სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ/ფიტოსანიტარულ ნორმებთან.
- დაინტერესებული მხარეების (საჯარო, საცალო ვაჭრობის, ფერმერების/მწარმოებლების, ლაბორატორიების, მომხმარებლების) გაუმჯობესებული კომუნიკაცია და მონაწილეობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმის პროცესში.
- მომხმარებლების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და მედიის ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი მოთხოვნებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, უკეთ ინფორმირებული მომხმარებლის და მისი ყიდვის გაცნობიერებული გადაწვეტილების და ხარისხიან პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის ხელშეწყობის მიზნით.
დასახული მიზნების მიღწევის ხელშესაწყობად, BISC Partners განახორციელებს ქცევის მამოძრავებელი ფაქტორების კვლევას, როგორც მერძევეობისა და მეფუტკრეობის სექტორში მომუშავე ფერმერებში, ასევე სასურსათო პროდუქტის მომხმარებლებს შორის. კვლევის ეს უნიკალური მეთოდი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ადამიანების განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, რომელიც ხშირად ირაციონალურ სისტემას ეყრდნობა, რომელიც გავლენას ახდენს და უქმნის ბარიერს სასურველი ქცევის განხორციელებას. BISC Partners-ის მიერ გამოყენებული ქცევითი ინსაითების მეთოდოლოგია სთავაზობს GFA-ს და CSRDG-ის მეცნიერულად დადასტურებულ გზას, თუ როგორ ამოვიცნოთ ირაციონალური სისტემა და მივუსადაგოთ მას გადაწყვეტის გზები, რათა ვუბიძგოთ ფერმერებს და ადამიანებს სასურველი ქმედებისკენ: ერთი მხრივ ვუბიძგოთ ფერმერებს აითვისონ ახალი ტექნოლოგია და წარმოების სტანდარტები, უზრუნვეკყონ შესაბამისობა სურსათის უვნებლობისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების მოთხოვნებთან, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს მათი ექსპორტის პოტენციალი ევროპულ ბაზარზე; ხოლო მეორე მხრივ გაიზარდოს მომხმარებელთა და სხვა დაინტერესებული მხარეების (მედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები) ჩართულობა სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების პროცესში.
Პროექტი სამიზნეა საქართველოს 4 რეგიონი - კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.