ქცევის მეცნიერებაზე დაფუძნებული კვლევა, რომელზეც ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის (BISC Partners) ექსპერტებმა იმუშავეს, პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში განხორციელდა. კვლევამ წარმოაჩინა კომპლექსური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს თაფლისა და რძის წარმოების პრაქტიკაზე საქართველოში. ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში დაფინანსებული კვლევა მიზნად ისახავს დაადგინოს და წარმოაჩინოს, რძის წარმოების მეურნეობაში პირველადი წარმოების ადგილობრივი სტანდარტის - გეოგაპის, ხოლო მეფუტკრეებში - წარმოების ევროპული სტანდარტების დანერგვის ძირითადი მოტივატორები და ბარიერები.
Კვლევის ძირითადი მიგნებები:
არსებული სირთულეები/გამოწვევები (PAINS):
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმიუწვდომლობა: ბევრი ფერმერი აწყდება გამოწვევებს სასოფლო-სამეურნო აღჭურვილობის სიმცირის/არქონის გამო, რაც გავლენას ახდენს მათ უნარზე დაამუშაონ მიწა და აწარმოონ მაღალი ხარისხის რძე.
- Ადამიანური რესურსების სიმცირე - მნიშვნელოვანი საკითხია მოსახლეობაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისადმი ინტერესის ნაკლებობა, რაც გავლენას ახდენს სფეროზე.
- Ბანკებთან ურთიერთობის საკითხი: ბანკების მაღალი საპროცენტო განაკვეთები ფერმერებს ფინანსურ დაბრკოლებებს უქმნის, რაც მათ ხელს უშლის დანერგონ ევროპული სტანდარტები.
- საგრანტო განაცხადების საკითხი: ფერმერები სირთულეებს აწყდებიან გრანტების მოპოვების პროცეში - ტექნიკური პრობლემები, უკუკავშირის ნაკლებობა დონორებისგან და ფინანსური ინსტიტუტების (ბანკების) მხრიდან ხელშეწყობის არქონა.
- პროდუქციის რეალიზაცია: ფერმერებს ხშირად უჭირთ საკუთარი პროდუქტის გაყიდვების ეფექტური არხების პოვნა, რის გამოც პროდუქციას ყიდიან გადამყიდველებზე ძალიან დაბალ ფასად - ამით კი სარგებელს მხოლოდ გადამყიდველები ნახულობენ.
ცვლილების აღქმული სარგებელი (GAINS):
- პროდუქტის გაუმჯობესებული ხარისხი: ფერმერები აღიარებენ, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიღება გამოიწვევს უმაღლესი ხარისხის მოსავლის მოყვანას, რაც მათ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და გაზრდის მოთხოვნას ბაზარზე.
- ხელმისაწვდომობა ახალ ბაზრებზე: მერძევეები ფიქრობენ, რომ მსგავსი სტანდარტების განერგვით ისინი თავიანთ პროდუქციას უფრო მაღალ ფასებში გაყიდიან მსხვილ მყიდველებსა და სუპერმარკეტებზე.
- უსაფრთხოების განცდა: სტანდარტების დანერგვით გაიზრდება მხარდაჭერა და დახმარება გრანტებისა და პროგრამების სახით დონორების მხრიდან.
- ეფექტურობა: სტანდარტების დანერგვამ შეიძლება უფრო ეფექტური გახადოს რესურსების მართვის პროცესი და შეამციროს ფერმის ხარჯები.
ჩვევა, არსებული რუტინა (COMFORTS):
- Საოჯახო ბიზნესი: კვლევაში მონაწილე ფერმერთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ფერმერული საქმიანობა ოჯახურ ტრადიციებთანაა დაკავშირებული და თითქმის ყველა ამ ოჯახური საქმიანობის გამგრძელებელია.
ცვლილებასთან ან სიახლესთან დაკავშირებული შიშები (ANXIETIES):
- არარეალური სტანდარტები:ბევრი ფერმერი მიიჩნევს, რომ გეოგაპის მიერ დადგენილი სტანდარტების დანერგვა შეუძლებელია მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ადამიანური რესურსების ნაკლებობისა და შესაბამისი ლაბორატორიების არარსებობის გამო.
- საგრანტო განაცხადის დისკომფორტი: ფერმერები აწყდებიან სირთულეებს, რომლებიც დაკავშირებულია საგრანტო განაცხადების დაწერასთან და საბუთების მომზადებასთან. Ბევრი ფერმერი ფიქრობს, რომ გრანტები მხოლოდ უკვე შემდგარი ფერმერების სასარგებლოდაა.
ღირებულებითი მიზნები - Jobs To Be Done (JTBD)::
- ფუნქციონალური:ფერმერებს სურთ მეტი შემოსავალი და თანხის დაზოგვა. Უნდათ მათი ფერმერული საქმიანობა სტაბილური იყოს და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული გარე ფაქტორებზე.
- ემოციური: სურთ სტანდარტების დანერგვით თავი დაცულად და დაზღვეულად იგრძნონ.
- სოციალური: ოჯახური ტრადიციების დაცვა - სოციალური კაპიტალი, რისი დაცვა და შენარჩუნებაც სურთ. ოჯახის წევრების დასაქმება და კეთილდღეობა - ფერმის გამართული მუშაობა ოჯახის კეთილდღეობაა.
კვლევაში წარმოდგენილია რეკომენდაციები დაინტერესებულ მხარეებისათვის, მათ შორის პოლიტიკოსების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. რეკომენდაციები ფოკუსირებულია იმის წარმოჩენაზე, თუ რა სახის სოციალური და ფიზიკური კონტექსტი არსებობს და რას შეიძლება დაეფუძნოს ცვლილების თეორია.
The research underscores the importance of understanding the many-sided nature of farmers’ decisions and the need for tailored strategies to encourage the adoption of improved farming standards in Georgia. It also highlights the potential for leveraging behavioral science to drive positive change in agricultural practices.