კვლევისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულების ხელმძღვანელი

 

რატი შუბლაძე

რატი შუბლაძე

მკვლევარი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ათწლიანი გამოცდილებით. რატი ფლობს სოციოლოგიის დოქტორის ხარისხს, რომელიც მან 2021 წელს დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტში ასწავლის და ამჟამად აფილირებულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA), სადაც სოციოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელია. გარდა აკადემიური საქმიანობისა, ის ასევე დასაქმებულია IREX-ში SAFE პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების კოორდინატორად. დამატებით, რატი მონაწილეობს IFAD-ის კორპორაციული დეცენტრალიზაციის მეორე შეფასების პროექტში, რომელსაც ახორციელებს IFAD-ის შეფასების დამოუკიდებელი ოფისში. წარსულში, CRRC- საქართველოში მუშაობის დროს, რატი ჩართული იყო მასობრივი გამოკითხვების მართვასა და დაგეგმვაში, რაც გულისხმობდა საველე სამუშაოების ზედამხედველობას, კითხვარის შემუშავებას, პროგრამირებასა და მონაცემთა დამუშავებას. 16 თვის განმავლობაში რატი იკავებდა კვლევის დირექტორის პოზიციას TMI Georgia-ში, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის მზომ კომპანიას. დამატებით, რატი მონაწილეობდა ორ გლობალურ კვლევით პროექტში, რომლებიც აფასებდნენ ანალიტიკური ცენტრების გამჭვირვალობას და აგროვებდა მონაცემებს ძალადობრივი კონფლიქტებისა და პოლიტიკური მოვლენების შესახებ ონლაინ წყაროების საშუალებით. რატის აგრეთვე აქვს მონაწილეობა მიღებული რიგ აკადემიურ კვლევით პროექტებში, რომლებიც სწავლობდნენ ახალგაზრდობის, ისტორიისა და კულტურის საკითხებს. აღნიშნული პროექტები დაფინანსებული იყო ევროკომისიის, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მიერ. რატის აკადემიური ინტერესები მოიცავს არჩევნებს, პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციას, ევროპეიზაციას და ახალგაზრდულ კულტურას.

Email:

r.shubladze@biscpartners.com