გენდერულად ინკლუზიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ცნობიერების ამაღლების კამპანია ქცევის მეცნიერების მიდგომების გამოყენებით 

BISC Partners-ისა და Demlab-ის მიერ IWPR-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი გენდერულად ინკლუზიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლებისთვის

ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდმა (BISC Partners) და დემოკრატიის ლაბორატორიამ (DemLab) ერთობლივად განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერულად ინკლუზიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ცნობიერების ამაღლებას ქცევის მეცნიერების მიდგომების გამოყენებით.

ინიციატივა განხორციელდა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიმდინარე პროექტის - მედეგობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში - ფარგლებში.

ინიციატივის მთავარი ამოცანა დისკრიმინაციისა და გენდერული სტერეოტიპების მავნე ზეგავლენის შემცირება და გენდერულად ინკლუზიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იყო სამედიცინო სფეროს პრაქტიკოსებში ქცევის ცვლილების მოდელის შექმნისა და პილოტირების გზით.

Პროექტის საწყის ეტაპზე BISC Partners-მა ჩაატარა ქცევითი ინსაიტების კვლევა იმის დასადგენად, თუ რა ძირითადი ფსიქოლოგიური, სტრუქტურული თუ სოციალური ბარიერები არსებობს პაციენტებთან ურთიეთობაში გენდერულად სენსიტიური თემების განხილვის ან აღმოჩენის თვალსაზრისით - როგორც სამედიცინო პერსონალში, ისე თემის წარმომადგენლებში.

შესწავლილი ქცევისა და კონტექსტის გათვალისწინებით, შემუშავდა ინტერვენციები, რომლებიც პრობლემის ძირეულ მიზეზებზეა ორიენტირებული და სამიზნე ქცევის ბარიერების დაძლევას ან მოტივატორების წახალისებას უზრუნველყოფს. კვლევაში გამოვლენილი საკითხების მიხედვით DemLab-მა განახორციელა ცნობიერების ამაღლების კამპანია სამიზნე ჯგუფებისა და დაინტერესებულ აუდიტორიისთვის.

ინიციატივის ფარგლებში, 2023 წლის 9-12 იანვარს კლინიკა კურაციოსა და ევექსის ქსელის ექიმებს ტრენინგი ჩაუტარდათ გენდერულად ინკლუზიური სამედიცინო მომსახურების შესახებ - ‘’ლგბტქ+ პაციენტთან კომუნიკაციის წესები’’.

ტრენინგ მოდულის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ქცევის მეცნიერების ექსპერტებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა. ტრენინგი შემუშავდა აღიარებულ უცხოურ გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დაყრდნობით და ადაპტირდა ქცევის მეცნიერების პრინციპების გამოყენებით.

Პროექტში შემუშავდა სერვის პროტოკოლი (სახელმძღვანელო), რომელიც ექიმებისთვის, კლინიკის ადმინისტრაციისთვისა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისათვისაა განკუთვნილი.

27 თებერვალს კი შედგა პროექტის შედეგების პრეზენტაცია. Ღონისძიებას პროექტის ორგანიზატორები, ექიმები, LGBTQI+ თემის წარმომადგენლები და პროექტის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

Share

დარეგისტრირდი ტრენინგზე