BISC Partners-ის კვლევა: ინტერსექტორალური პარტნიორობის ქცევის ანალიზი

ქცევითი ბარიერები, გამოწვევები და მოტივატორები, რომლებიც ხელს უშლის ან ახალისებს კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობას.

29 ნოემბერს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ Პარტნიორობის Ფორუმზე BISC Partners-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ სტამბოლიშვილმა "პარტნიორული ქცევის ანალიზი - კერძო და არასამათვრობო სექტორები" ანგარიში წარადგინა .

კვლევა განხორციელდა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა (UN Global Compact) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.

კვლევის მიზანი იყო, იმ ქცევითი ბარიერებისა და გამოწვევების ან მოტივატორების გამოვლენა, რომლებიც ხელს უშლის ან ახალისებს კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობას. Კვლევის დახმარებით შესაძლებელი გახდა თანამშრომლობების გაღრმავების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

“We are happy to have been given the opportunity to explore this issue with a combination of traditional and new methodology and to see the conscious and unconscious barriers and motivators that are important to encourage intersectoral cooperation. According to the research implemented by the Global Compact Georgia Network, 40% of private companies want to be involved in partnership projects, although their number is small. The number of companies where this is part of their strategy is even smaller. In such cases, when the declared positive attitudes are not translated into actions, it is interesting to for are the actual drivers of behavior.” – Tinatin Stambolishvili, Executive Director & Integrated Communications Lead of BISC Partners. 

Ფორუმს Global Compact Network-ის, USAID-ს, EWMI-სა და კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება; დაეხმაროს ახალ და არსებულ სამოქალაქო აქტორებს შესაძლებლობების განვითარებაში, ლეგიტიმაციისა და ნდობის გაზრდაში, რათა მათ ეფექტიანად წარმოადგინონ მოქალაქეთა ინტერესები. პროგრამის ერთ-რეთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბიზნესსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პარტნიორული პროექტების წახალისება, კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზით.

Share

დარეგისტრირდი ტრენინგზე