შემოქმედებითი გადაწყვეტების მიმართულების ხელმძღვანელი
8 წელზე მეტი გამოცდილებით მარკეტინგში, კომუნიკაციაში, კრეტიული კამპანიების დაგეგმვასა და აღსრულებაში, ბრენდის სტრატეგიის შენებასა და რეკლამაში ნათიამ გამოიმუშავა ღრმა ცოდნა და კომპეტენცია მომხმარებლის ქცევის ანალიზში. Ნათია ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და ასევე ბოშის ფონდის მიერ დაარსებული გერმანულოენოვანი ინსტიტუტის ეკონომოკისა და სამართლის ბაკალავრის ხარისხსს. Საქართველოს სარეკლამო ინდუსტრიისთვის პირველად სწორედ მისმა კამპანიამ მოიპოვა კრეატიულ სფეროში ყველაზე მაღალი რანგის ფესტივალის - კანის ლომის ჯილდო. ის გახლავთ უამრავაი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და არაერთგზის საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი. Მას ქონდა პატივი ყოფილიყო სკიპერი კანის ლომის ორგანიზებული მასშტაბურ ღონისძიებაზე Imagination Day პოლონეთში. Ნათიას ინტერესის სფეროა ქცევითი მეცნიერებები, ფსიქოლოგია, კრეატიული ეფექტურობა, ვიზუალური თხრობა. Ნათიას, როგორც წარმატებული ლიდერ ქალს, მიღებული აქვს სპეციალური ჯილდო მილენიუმ ჩელენჯისგან გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხში.