Მშობლების დედაენა

ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირება ქცევის ცვლილებების საკომუნიკაციო კამპანიის გზით

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, BISC Partners-მა GCRT-თან და Leavingstone-თან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვთა მიმართ ძალადობის ხელშემწყობი მავნე სოციალური ნორმების შემცირებას, ქცევით მეცნიერებაზე დაფუძნებული ინტერვენციის განხორციელების გზით.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა imshoble.ge და გამოიცა "მშობლების დედაენა" - ფერადი წიგნი მარტივი წესებითა და რჩევებით, ასევე სავარჯიშო რვეული მშობლებისთვის.

ამ დედაენაში ბავშვთა ფსიქოლოგებმა ქცევის მეცნიერებთან ერთად მოგიმზადეს ინფორმაცია პოზიტიური მშობლობის პრინციპების, ბავშვის განვითარების კანონზომიერებისა თუ მშობელსა და ბავშვს შორის კომუნიკაციის თავისებურებების შესახებ. აქ შეხვდებით ბევრ საინტერესო ფაქტს, ამბავს, პოზიტიური აღზრდის მეთოდსა და სასარგებლო რჩევას, რომელიც, იმედია, ოდნავ მაინც დაგეხმარებათ, იმშობლოთ იმაზე უკეთ, ვიდრე გუშინ.

პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

Პუბლიკაცია სამ ენაზეა ხელმისაწვდომი:

Მშობლების დედაენა - ქართულ ენაზე

Მშობლების სავარჯიშო რვეული - ქართულ ენაზე

Მშობლების დედაენა - აზერბაიჯანულ ენაზე

Მშობლების სავარჯიშო რვეული - აზერბაიჯანულ ენაზე – Azerbaijani

Მშობლების დედაენა - სომხურ ენაზე

Მშობლების სავარჯიშო რვეული - სომხურ ენაზე

Share

დარეგისტრირდი ტრენინგზე